Sunday, February 15, 2015

ტრენინგის 4 დღე

დღეს გავეცანით შეფასების 5 მიზანს, შევისწავლეთ  როგორ ხდება პროექტების შეფასება ,პროექტის დასაწყისში, პროექტის მიმდინარეობისას და პროექტის ბოლოს.
შევავსე "ვიცი -მინდა ვიცოდე - ვისწავლე" - და ავტვირთეთ დრაივზე

Saturday, February 14, 2015

დღე მესამე






დღე დაიწყო საშ.დავალების შემოწმებით (ბროშურების შექმნა უნდა დაგვესრულებინა).
შემდეგ გავეცანით მეორე მოდულს:გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ ვარიანტს, 21 საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს 
გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე.ბლუმის ტასონომიის უნარები რამდენად მიესადაგებოდა ჩვენს მიერ არჩეულ ესგ -დან აღებულ ინდიკატორებს,
გავეცანით ასევე რჩევევებს მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების წერისთვის,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითვების ნიმუშებს,მნიშვნელოვანი იდეიის გამომხატველ სიტყვებს,  ჩვენს პროექტში დავწერეთ ,ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Sunday, February 8, 2015

ტრენინგის მეოერე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.
გაკვეთილი დავიწყეთ პროექტის შინაარსის წაკითხვით ,მოვისმინეთ სხვისი პროექტის იდეები და შინაარსი,  შემდეგ  მოვძებნეთ ეროვნული სასწავლო გეგმაში მიმართულებები და ინდიკატორები და მივუსადაგეთ ჩვენს პროექტს და მოვარგეთ. ვისწავლეთ ბროშურის შექმნა დამზადება.სურათის ჩასმა.

Saturday, February 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით,განწყობა  დადებითი
შევიტყვე  viewer- ის არსებობის შესახებ,დღევანდელი დღე დამეხმარა გამეგო თუ როგორ შევქმნა პროექტი, რა არის პროექტის მახასიათებლები, როგორ მოვნიშნო  viewer-ში სიტყვა,წინანადება, როგორ გავაკეთო კომენტარი .
შევიტყვე რესურსების შესახებ, პორტფოლიოს ჩეკლისტის შესახებ
გავიგე რომ პროექტით სწავლება არის მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი. ვისწავლე თუ როგორ დავგეგმო პროექტი.